Wednesday, July 16, 2014


1.პროექტი:ქართული ენის დიალექტები და ქართველური ენები
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ  სხვადასხვა კუთხის დიალექტური მეტყველების ნიმუშებს და ქართველური ენების დიალექტებს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებმა ყურადღება მიაქციოს მათ წარმოშობასა და ლიტერატურულ  ღირებულებებს.მოიძიონ, რამ გამოიწვია სხვადასხვა კუთხეში ქართული სალიტერატურო ენიდან -ქართველური ენების  წარმოშობა და რატომ უწოდებენ მას „ქართველურს’’. მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები და ლექსებიც-კი აღნიშნულ საკითხზე.
4.მონაწილეთა ასაკი და კლასები-შეუზღუდავია.
5.ვადების ხანგრძლივობა-3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.ლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითების  მოძიება,ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა,ნამუშევრების განთავსება  ბლოკში.
7.მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას მივიწყებული დიალექტისა და ქართველური ენების სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონის ელექტრონული ვერსია.მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს.
8.სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს,უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს და გაარკვევენ,რატომ არის:მეგრული,სვანური და ჭანურ-ლაზური-ქართველური.
9.სამუშაო ენა-ქართული
10.საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
11.ქართული  ლიტერატურა-გაიღრმავებენ ცოდნას  ლიტ. ნაწარმოებებით;ისტორია-ისტორიულ  მოვლენებში პარალელს გაავლებენ.გეოგრაფიაში-დააკვირდებიან,რა შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობას შორის.
12.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ქ.ფოთის 1-ლი გიმნაზია,ლანჩხუთის 1-ლი საჯარო სკოლა, მესტიის 1-ლი საჯარო სკოლა,  სარფის საჯარო  სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი:ნანული ჭყონია