1.პროექტი:ქართული ენის დიალექტები და ქართველური ენები
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა კუთხის დიალექტური მეტყველების ნიმუშებს
და ქართველური ენების დიალექტებს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებმა ყურადღება მიაქციოს მათ წარმოშობასა და
ლიტერატურულ ღირებულებებს.მოიძიონ, რამ გამოიწვია
სხვადასხვა კუთხეში ქართული სალიტერატურო ენიდან -ქართველური ენების წარმოშობა და რატომ უწოდებენ მას „ქართველურს’’.
მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები და ლექსებიც-კი აღნიშნულ საკითხზე.
4.მონაწილეთა ასაკი და კლასები-შეუზღუდავია.
5.ვადების ხანგრძლივობა-3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.ლიტერატურულ
ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება,ვიქტორინისთვის
კითხვარის შედგენა,ნამუშევრების განთავსება
ბლოკში.
7.მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას მივიწყებული დიალექტისა
და ქართველური ენების სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონის ელექტრონული ვერსია.მოსწავლეები
გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს.
8.სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს,უკეთ
გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს და გაარკვევენ,რატომ არის:მეგრული,სვანური
და ჭანურ-ლაზური-ქართველური.
9.სამუშაო ენა-ქართული
10.საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
11.ქართული ლიტერატურა-გაიღრმავებენ ცოდნას ლიტ. ნაწარმოებებით;ისტორია-ისტორიულ მოვლენებში პარალელს გაავლებენ.გეოგრაფიაში-დააკვირდებიან,რა
შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობას შორის.
12.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ქ.ფოთის 1-ლი გიმნაზია,ლანჩხუთის 1-ლი საჯარო სკოლა,
მესტიის 1-ლი საჯარო სკოლა, სარფის საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი:ნანული
ჭყონია